თავში

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესია გაიხსნა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესია გაიხსნა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესია გაიხსნა

ლონდონში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე პლენარული სესია გაიხსნა. დღის წესრიგის მიხედვით უახლოესი სამი დღის განმავლობაში ასამბლეის მიერ მომზადებულ რეზოლუციებსა და დადგენილებს დაამტკიცებენ.

საქართველოს საკითხი რამდენიმე კომიტეტის მიერ განსახილველ თემებში ფიგურირებს. ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის წარმომადგენლის ჯერალდ კონოლის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ალიანსმა უნდა განაგრძოს უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერა.

„2008 წელს ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. საქართველოს აქვს შემუშავებული პრაქტიკული მექანიზმები, როგორიც არის ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. არსებითი კონტრიბუციით, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობითა და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებაში ნატო-სთან ერთობლივი მცდელობებით საქართველო შესანიშნავ როლს ასრულებს საერთო ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ალიანსმა უნდა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა მისი წევრობის პროცესში,“- აღნიშნულია რეზოლუციაში, რომელსაც პოლიტიკურ კომიტეტზე განიხილავენ.

საქართველოსთან დაკავშირებული კომენტარები სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმაც გააკეთეს.

„საქართველო არის ევროპის გული. კარგად ჩანს, თუ როგორ სურს მას ნატო-სა და ევროკავშირის წევრობა. ვხედავ, რომ ის ყველაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა საფრანგეთის დელეგაციის წევრმა ფილიპ მიშელ კლესბორმა.

საქართველოზე ისაუბრა ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატმა ალექ ედუარდ შელბრუკმაც.

„საქართველოსა და უკრაინის ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. დარღვეულია მათი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ეს პრობლემა ნატო-მ უნდა გადაჭრას - უპასუხოს გაძლიერებით“,– განაცხადა მან.

გერმანიის პარლამენტის წევრმა, ალექსანდრ ჰალფლამმა კი თქვა, რომ კონკრეტულ თარიღებზე საუბარი რთულია, თუმცა „საქართველომ უნდა განაგრძოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლა“.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესია ლონდონში იმართება, დეკემბერში ორგანიზაციის საიუბილეო 70 წლის ღონისძიებები ჩატარდება. ინგლისის დედაქალაქი სიმბოლურად არის შერჩეული. ნატო-ს პირველი შტაბბინა სწორედ ლონდონში იყო განთავსებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system