თავში

"ნაციონალური მოძრაობა" ზურაბ ჯაფარიძეს კონკურენტ კანდიდატს არ დაუყენებს

"ნაციონალური მოძრაობა" ზურაბ ჯაფარიძეს
ნაციონალური მოძრაობა  ზურაბ ჯაფარიძეს კონკურენტ კანდიდატს არ დაუყენებს

 თინათინ ბოკუჩავას განცხადებით  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"  დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ზურაბ ჯაფარიძეს კონკურენტს არ დაუყენებს. ამასთან, ბოკუჩავას თქმით, არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. 

"არ არსებობს ამგვარი დაპირისპირება. შეიძლება იყოს მწვავე ეთერები, მწვავე დისკუსია, მწვავე მსჯელობა, იმიტომ, რომ ყველას გვაქვს განსხვავებული აზრის უფლება და, ჩემი აზრით, ეს არის ნორმალური, მაგრამ არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ამ არჩევნებში შევდივართ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, იმისთვის, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, სალომე სამადაშვილი ზურაბ ჯაფარიძეს მიხელ სააკაშვილზე გაკეთებული განცხადებების გამო  დაუპირისპირდა და "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლების შეურაცხყოფისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

"გირჩის" ლიდერმა მას უარით უპასუხა და  ბოდიში არ მოიხადა.

ამის შემდეგ, სამადაშვილმა განაცხადა, რომ გუნდში დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში კანდიდატის დაყენებაზე იმსჯელებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system