თავში

ნიკა მელიას გათავისუფლება ვითარების დეესკალაციისთვის მნიშვნელოვანია - ჯაფარიძე

ნიკა მელიას გათავისუფლება ვითარების დეესკალაციისთვის მნიშვნელოვანია - ჯაფარიძე
ნიკა მელიას გათავისუფლება ვითარების დეესკალაციისთვის მნიშვნელოვანია - ჯაფარიძე

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებას ეხმაურება. 

ბადრი ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა დასრულდება.

"ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის ვიბრძოდით ეს პერიოდი. ამ ბრძოლამ შედეგი გამოიღო, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით დადგა პოზიტიური შედეგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვითარების დეესკალაციისთვის. მინდა მივულოცო ნიკა მელიას თანაპარტიელებს მისი ოჯახის წევრებს, მისი გათავისუფლება და იმედი მაქვს, რომ ამით ერთხელ და სამუდამოდ დაიწყება პოლიტიკური დევნის დასრულება ამ ქვეყანაში და ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი, რომ ევროკავშირმა და აშშ-მა ყველა ღონე გამოიყენეს, რომ ის გათავისუფლებულიყო საპატიმროდან", – განაცხადა ჯაფარიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system