თავში

ბოკუჩავა და ხოშტარია პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით მივიდნენ

ბოკუჩავა და ხოშტარია პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით მივიდნენ
ბოკუჩავა და ხოშტარია პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით მივიდნენ

ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით მივიდნენ.

ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ამ ფორმით შოთაძის გენერალურ პროკურორად არჩევას აპროტესტებენ. მათ ირაკლი შოთაძეს ბიძინა ივანიშვილის მონა უწოდეს.

,,ივანიშვილის მონა, იცით თქვენ რატომ გნიშნავთ ივანიშვილი, იმიტომ კი არა, რომ სხვა მონას ვერ მონახავდა, თქვენი დანიშვნით ხალხს ეუბნება, რომ საერთოდ არ აინტერესებს ისინი", - ასე მიმართა თინა ბოკუჩავამ შოთაძეს.

ანრი ოხანაშვილმა ოპონენტ კოლეგებს სხდომათა დარბაზში მათთვის განკუთვნილი ადგილების დაკავებისა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„დაწყნარდით, თქვენი პერფორმანსები თქვენთვის შეინახეთ. შეგიძლიათ დარჩეთ, კორექტულად მოიქცეთ, როგორც პარლამენტის წევრებს შეეფერება და დასვათ კითხვები. ვერ ავყვებით უპასუხისმგებლო პარლამენტის წევრების საქციელებს, გადავიდეთ საქმიან ფორმატზე“ ,- განაცხადა სხდომის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

თინა ბოკუჩავამ და ელენე ხოშტარიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დატოვეს. ამ წუთებში დეპუტატები შოთაძეს უსმენენ.

შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობისთვის ირაკლი შოთაძის კანდიდატურა 7 თებერვალს შეარჩია, რის შემდეგაც პარლამენტს წარუდგინა. შოთაძეს თანამდებობაზე ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. 

შესაძლოა, პარლამენტში წარდგენილ კანდიდატს პლენარულ სხდომაზე კენჭი კვირის ბოლომდე ეყაროს.

მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს პარლამენტი გენერალურ პროკურორს ექვსი წლის ვადით ირჩევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system