თავში

გენერალური პროკურორობისთვის ირაკლი შოთაძის კანდიდატურა შეირჩა

გენერალური პროკურორობისთვის ირაკლი შოთაძის კანდიდატურა შეირჩა
გენერალური პროკურორობისთვის ირაკლი შოთაძის კანდიდატურა შეირჩა

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობისთვის ირაკლი შოთაძის კანდიდატურა შეარჩია. ფარული კენჭისყრის შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ირაკლი შოთაძემ საბჭოს 12 წევრიდან 11-ს ხმა მიიღო.

გენერალური პროკურორობის კანდიდატს საბჭო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს გენერალური პროკურორი ხმათა უმრავლესობით უნდა აირჩიოს.

იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო პარლამენტის წევრთა ხმათა საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატებს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს მედიასთან განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ საპროკურორო საბჭო პარლამენტს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას წარუდგენს, უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს.

საპროკურორო საბჭომ გუშინ გამართული კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია. ესენი არიან: ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია, ირაკლი შოთაძე და სოფიო შენგელია. სწორედ ამ კანდიდატებიდან მოხდა შოთაძის კანდიდატურის შერჩევა.

შეგახსენებთ, გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცეს. თადუმაძე 2019 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 89 ხმით აირჩია.მის წინააღმდეგ ხმა ერთმა დეპუტატმა მისცა.

გენერალური პროკურორის მოვალეობას გიორგი ბადაშვილი ასრულებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system