თავში

"ნუ გაუძვირებთ გაჭირვებულ ხალხს მგზავრობას" - აქცია თბილისის საკრებულოსთან

"ნუ გაუძვირებთ გაჭირვებულ ხალხს მგზავრობას" - აქცია თბილისის საკრებულოსთან
ნუ გაუძვირებთ გაჭირვებულ ხალხს მგზავრობას - აქცია თბილისის საკრებულოსთან

პარტია "ხალხისთვის" წარმომადგენლებმა თბილისის საკრებულოსთან ფეხსაცმელები მიიტანეს და საპროტესტო აქცია-პერფომანსი გამართეს - "ნუ გაუძვირებთ ისედაც გაჭირვებულ ხალხს მგზავრობას". 

აქციის მონაწილეებმა მაღალჩინოსნებს მოუწოდეს, უარი თქვან ძვირადღირებული მანქანებით სარგებლობაზე და თავადაც მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილდნენ.

"დღევანდელ სოციალურ ვითარებაში, მერია და "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრები აპირებენ, ჩვენ მოქალაქეებს გაუძვირონ მთავარი საარსებო წყარო - საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მაშინ, როდესაც თბილისის საკრებულოს წევრების უმრავლესობას ემსახურება ჩვენი გადასახადებით ნაყიდი ავტომობილები და მერიის ხელმძღვანელობას ჰყავს არაერთი ავტომანქანა, მათთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რას ნიშნავს გაჭირვებულ ოჯახებს, რომლის წევრებიც თვეში 400-500 ლარად მუშაობენ, ერთბაშად ამოაცალო ჯიბიდან 250 ლარი - ანუ ნახევარი თვის შემოსავალი. ეს იდეა დაწერა ხალხმა, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა გამოწვევების წინაშეა ჩვენი ხალხი. ჩამოდით მანქანებიდან, ჩამოდით ჩვენი გადასახადებით ნაყიდი ავტომობილებიდან, დააბრუნეთ ბენზინი, რომელსაც ბიუჯეტის ფულით მოიხმართ და შემდგომ ვისაუბროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირებაზე. ჩვენ აქციაზე მოვიტანეთ ფეხსაცმელი, როგორც სიმბოლო იმ ადამიანების, რომლებსაც არ ჰყავთ ავტომანქანა და ტრანსპორტის გაძვირების შემთხვევაში ფეხით მოუწევთ სიარული. ამიტომ, ტრანსპორტის გაძვირება დაუშვებლად მიგვაჩნია და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ იგი თბილისის საკრებულომ არ დაამტკიცოს", - განაცხადა პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტების ახალი სისტემა და ტარიფები, იხილეთ ბმულზე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system