თავში

"ნუ შიმშილობს, ჭამოს, მშვენიერი საჭმელია" - გურამ მაჭარაშვილი

"ნუ შიმშილობს, ჭამოს, მშვენიერი საჭმელია" - გურამ მაჭარაშვილი
ნუ შიმშილობს, ჭამოს, მშვენიერი საჭმელია - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა და მისი ჯანმრთელობის გაუარესება არ სურს.

მისივე თქმით, სააკაშვილის შიმშილობის მიზანი გაურკვეველია.

"ჩვენ გვინდა შური ვიძიოთ? ვერ გავარკვიეთ. ნუ შიმშილობს მერე, ჭამოს ეს საჭმელი, მშვენიერი საჭმელია იქაც. რას აპროტესტებს?

რატომ ჯიუტობს სააკაშვილი და რატომ შიმშილობს? უბრალოდ ვკითხოთ მის ადვოკატებს ან თავად მას ადვოკატების მეშვეობით, რა მიზანი აქვს მის შიმშილობას? ჩვენ ეს ვერ გავარკვიეთ, პოლიტიკურ ნაწილს ვგულისხმობ რასაკვირველია. გვახსოვს ძალიან ბევრი მანიფესტაცია, მიტინგი, პროტესტი. შიმშილობაც პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა, მაგრამ ამ პროტესტს რაღაც მიზანი აქვს, მაგალითად, კონკრეტული პირის თანამდებობიდან გადადგომა ან მოთხოვნა რაღაცის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. 

პოლიტიკურად ეს არის მისი არასწორი, არაადეკვატური, გაუგებარი ნაბიჯი" , - განაცხადა მაჭარაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 26 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system