თავში

ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

"მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, უკანონოდ მიესაჯა",- ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს 

უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ მოხდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.

" ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან.ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკანონო პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი, მკაცრად დადგება მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე",- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ცნობისთვის,საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. აფხაზური დროშის დაწვის გამო დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system