თავში

ოკუპირებული აფხაზეთი, ცენტრალური ხელისუფლების დახმარებაზე უარს აცხადებს

ოკუპირებული აფხაზეთი, ცენტრალური ხელისუფლების დახმარებაზე უარს
ოკუპირებული აფხაზეთი, ცენტრალური ხელისუფლების დახმარებაზე უარს აცხადებს

ოკუპირებული აფხაზეთი, ცენტრალური ხელისუფლების დახმარებაზე უარს აცხადებს.

ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის  ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური  ხანძარს დამოუკიდებლად უმკლავდება.

ცნობისთვის, დღეს  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ ცენტრალური ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს დაეხმაროს ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძრის ჩაქრობაში.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ გაგრაში რამდენიმე დღეა ხანძარი მძვინვარებს. ტყის მასივში გაჩენილი ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system