თავში

ოპოზიციური პარტიების წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდებიან

ოპოზიციური პარტიების წევრები არასამთავრობო
ოპოზიციური პარტიების წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდებიან

ოპოზიციური პარტიების წევრები, საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას მართავენ. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, არჩევნების ჩატარების წესები პრინციპულად იცვლება, რათა საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდომა ამაღლდეს. 

"ამ კვირაში უკვე საარჩევნო კანონმდებლობის საკომიტეტო განხილვები იწყება და დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის სწორედ ის, რომ კიდევ ერთხელ პოზიციები დავაახლოოთ იმ პარტიების, რომლებიც არ არიან პარლამენტში შემოსული და იმ ორგანიზაციების, რომლებიც არ ყოფილან პარლამენტში სამუშაო ჯგუფის ფორმატში. პრინციპულად იცვლება არჩევნების ჩატარების წესები, რომ ნდობა ამაღლდეს საარჩევნო პროცესის მიმართ. პირველი საკითხი არის, რომ ტექნოლოგიების დანერგვა ხდება პირველად, სამი ტიპის ტექნოლოგიაზე საუბარი: სახის ამომცნობი პროგრამა, ახალი ფორმის ბიულეტენები და მაღალი რეზოლუციის კამერის ქვეშ ხმების დაცვა.

ასევე, ადმინისტრაცია იცვლება პრინციპულად. დღეს არსებული სისტემით არის, რომ 12 წევრიდან 10 წევრი ჰყავს "ქართულ ოცნებას", ახლა იქნება 17 წევრი და აქედან, 9 იქნება პარტიების მიერ წარდგენილი და 8 იქნება პროფესიული ნიშნით წარდგენილი. ასევე გასაჩივრებასთან დაკავშირებული საკითხები იცვლება, საჩივრების ელექტრონული რეესტრი იქმნება, რომ დავინახოთ რომელ უბანზე რა საჩივარი დაიწერა და მთავარი, ოქმში ცვლილება ვერ მოხდება ახსნა-განმარტების გარეშე", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system