თავში

ოცნება ხელმოწერას ღიად აუქმებს, ენმ-მ ხელიც კი არ მოაწერა - ვიოლა ფონ კრამონი

ოცნება ხელმოწერას ღიად აუქმებს, ენმ-მ ხელიც კი არ მოაწერა - ვიოლა
ოცნება ხელმოწერას ღიად აუქმებს,  ენმ-მ ხელიც კი არ მოაწერა - ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით ეხმაურება. ევროპარლამენტარი ასევე წერს, რომ ახლა კიევში იმყოფება და საქართველოში მიემგზავრება.

"საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ ეს ინტერვიუ განსაკუთრებით სასაცილოდ ჩანს. ქართულმა ოცნებამ ღიად განაცხადა, რომ ევროკავშირთან დადებულ 19 აპრილის შეთანხმებაზე აუქმებს საკუთარ ხელმოწერას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გვჭირდება ხედვა 2020 წლის შემდგომი აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგთან დაკავშირებით", - წერს კრამონი Twitter-ზე. 

ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნულ საკითხს კიდევ ერთი "ტვიტი" მიუძღვნა, სადაც წერს, რომ უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ, ენმ-მ შეთანხმებას ხელიც კი არ მოაწერა. კრამონის თქმით, ორივე მხარე, საკუთარი მოქალაქეების ზურგს უკან ცუდ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system