თავში

"ოცნება" უმრავლესობის სხდომისთვის ემზადება

"ოცნება" უმრავლესობის სხდომისთვის ემზადება
ოცნება უმრავლესობის სხდომისთვის ემზადება

"ქართული ოცნება" უმრავლესობის სხდომისთვის ემზადება. შეხვედრა ხვალ გაიმართება. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამ შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მმართველი გუნდი იმსჯელებს ის კანდიდატები არიან, რომლებიც პარლამენტში ვაკანტურ თანამდებობებს დაიკავებენ.

როგორც ცნობილია საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ერთმა ნაწილმა, მმართველი გუნდი და პარლამენტში დაკავებული თანამდებობები დატოვა. სწორედ ყოფილი თანაგუნდელები უნდა ჩაანაცვლოს ახალი კანდიდატებით „ქართულმა ოცნებამ“.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა გუშინ, 9 დეპუტატმა დატოვა. ესენი არიან: თამარ ჩუგოშვილი, ირინა ფრუიძე, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, მარიამ ჯაში, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე.

დღეს კი საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა „კონსერვატორების“ ლიდერმაც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system