თავში

"ოცნებამ" ამნისტიის იდეაც კი მოსპო და ამოთხვარა - უგულავა

"ოცნებამ" ამნისტიის იდეაც კი მოსპო და ამოთხვარა - უგულავა
ოცნებამ ამნისტიის იდეაც კი მოსპო და ამოთხვარა - უგულავა

ამნისტია არის ყველაზე კეთილშობილური იდეა, რაც კი სახელმწიფომ შეიძლება გააკეთოს და "ქართულმა ოცნებამ" ეს იდეაც კი მოსპო და ამოთხვარა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავას თქმით, რასაც კი "ქართული ოცნება" ხელს შეახებს ყველაფერს ალპობს. 

"იმათ ვისაც პისტოლეტი ჰქონდათ და ადამიანი დაჭრეს უშვებენ, მაგრამ იმას ვისაც პისტოლეტი ჰქონდა და სხვა საქმეა ჩაუდეს თუ არ ჩაუდეს, იმას არ უშვებენ. ამნისტიის ამ პროექტით მივიღეთ ასეთი ანომალია. ეს არის "ქართული ოცნება" იმიტომ, რომ ესენი რასაც ხელს შეახებენ, ყველაფერს ალპობენ. ამნისტია არის ყველაზე კეთილშობილური იდეა, რაც კი სახელმწიფომ შეიძლება გააკეთოს და ეს იდეაც კი მოსპეს და ამოთხვარეს", - განაცხადა უგულავამ. 

ცნობისთვის, პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

პარლამენტში "ამნისტიის შესახებ" კანონი 16 დეკემბერს დარეგისტრირდა. პარლამენტის ადამიანი უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნავს, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ზოგიერთი ისეთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა ან ოჯახური ძალადობა.

ნახეთ “სისხლის სამართლის კოდექსის“ ის კონკრეტული მუხლები, რომელსაც ამნისტია შეეხება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system