თავში

"ოცნება" მთავარ ოპოზიციურ პარტიას აიგნორებს - ბეჟაშვილი

"ოცნება" მთავარ ოპოზიციურ პარტიას აიგნორებს - ბეჟაშვილი
ოცნება მთავარ ოპოზიციურ პარტიას აიგნორებს - ბეჟაშვილი

"ქართული ოცნება" აბსოლუტურად იგნორირებას უკეთებს მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ასევე სხვა ოპოზიციურ არასაპარლამენტო პარტიებს და მათი ჩართულობის გარეშე ხდება "საარჩევნო კოდექსზე" მუშაობა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, არსებული კანონპროექტი არ ასახავს იმ რეალობას, რომელსაც საარჩევნო რეფორმა ჰქვია.

"ჩანს, რომ თითქოს მხოლოდ ის არის მთავარი საკითხი ცესკო-ს თავმჯდომარეს ეყოლება თუ არა ოპოზიციიდან მოადგილე. გაყალბების არანაირი პრევენციის მექანიზმები არ არის ჩადებული იმ პროექტში, რომელიც ვენეციის კომისიაშია წარდგენილი. პრაქტიკულად, იგივე სისტემა ნარჩუნდება, მათ შორის ცესკო-ს არსებული შემადგენლობა, რომელმაც ერთხელ გააყალბა არჩევნები. ჩვენ, ბუნებრივია, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ჩამოვაყალიბებთ ჩვენს წინადადებებს, გავუგზავნით მათ შორის ვენეციის კომისიას და დავდებთ ჩვენს ალტერნატიულ პროექტს, რადგან ეს პროექტი არ ასახავს იმ რეალობას, რომელსაც საარჩევნო რეფორმა ჰქვია. მთავარია სამაგიდო სიები, ამომრჩეველთა სიები, არჩევნების დღეს გაწერილი პროცედურები, კერძოდ, ის, რომ უმრავლესობას არ ჰქონდეს ოპოზიციური კომისიის წევრების გაძევების უფლება და მთელი რიგი საკითხებია, ტექნიკური დეტალები, რომელიც კანონპროექტში გაიწერება და ვენეციის კომისიას წარედგინება", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system