თავში

პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებაზე 21 აპრილს იმსჯელებს 

პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებაზე 21 აპრილს იმსჯელებს 
პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებაზე 21 აპრილს იმსჯელებს 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, პარლამენტში სხდომა სავარაუდოდ, 21 აპრილს ჩაინიშნება. მამუკა მდინარაძის თქმით საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დაელოდება.

„დღეს ჩვენ გვაქვს ეტაპი, როდესაც კრიზისულ პერიოდში შევდივართ და ჩვენ ეს პერიოდი უნდა გადავაგოროთ ისეთივე წარმატებით, როგორ ეს წინა კრიზისულ პერიოდში მოახერხა ხელისუფლებამ, ექიმებმა და საზოგადოებამ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საზოგადოება სახელმწიფოსა და სახელმწიფო საზოგადოებას უნდა დაუდგეს მაქსიმალურად გვერდით, რათა ჩვენ შევძლოთ, რაც შეიძლება მინიმალური რისკით გავიაროთ ეს პერიოდი. ჩვენ რისკები მინიმუმადე უნდა დავიყვანოთ, შეძლებისდაგვარად და მაქსიმალურად შევაკაოთ ვირუსის გავრცელება, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, ბუნებრივია, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივების თაობაზე განცხადება დღეს გააკეთა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system