თავში

პარლამენტმა აზარტული თამაშების კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა აზარტული თამაშების კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა აზარტული თამაშების კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

საკითხის მომხრე 78 დეპუტატი იყო, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა.

პროექტით, აზარტული თამაშების მინიმალური ასაკობრივი ცენზი 25 წელი იქნება. ასევე, საჯარო მოხელეებს, ეროვნულ ბანკში დასაქმებულ პირებს და სოციალურად დაუცველებს თამაშის უფლება არ ექნებათ.

ჯამში, შეზღუდვა 1 მილიონამდე მოქალაქეზე ვრცელდება.

პროექტის თანახმად, კანონში თამაშობებზე დამოკიდებული პირის და აკრძალული პირის ცნება აისახა. 

განისაზღვრა დამოკიდებული პირთა სიაში მონაცემების შეტანის წესები და ვადები.

ამავე პროექტით, ქართული საგადასახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნით, ონლაინ-გადახდები იკრძალება. 

პროექტით, ყველა საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალება ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან, მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.

აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება - შემოდის ახალი სახის ჯარიმები, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კი, იზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system