თავში

პარლამენტს სამი ახალი დეპუტატი შეემატა

პარლამენტს სამი ახალი დეპუტატი შეემატა
პარლამენტს სამი ახალი დეპუტატი შეემატა

პარლამენტს გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლედ სამი ახალი დეპუტატი შეემატა.

პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის შესაბამისად, პარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასული ირაკლი სესიაშვილი და მარიამ ქვრივიშვილი გელა სამხარაულმა და ხათუნა კვიციანმა შეცვალეს.

„გირჩის“ სიით პარლამენტში შესული დეპუტატის სალომე მუჯირის ადგილმონაცვლედ პარლამენტში ალექსანდრე რაქვიაშვილი შევიდა.

სამივე დეპუტატის უფლებამოსილება პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ცნო.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ირაკლი სესიაშვილმა და მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლეს. კერძოდ, ირაკლი სესიაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მოადგილედ დაინიშნა. 

სალომე მუჯირმა კი რაქვიაშვილის გადეპუტატების მიზნით, პარლამენტის წევრობაზე უარი თქვა, ხოლო პარტია “გირჩმა“ ცესკოში რეგისტრირებული საარჩევნო სია ჩახსნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system