თავში

პარლამენტის წინ ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის წინ ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს
პარლამენტის წინ ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

ადგილზე შეკრებილნი არიან ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები. 

ამ წუთებში, აქციაზე სიტყვით გამოდიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები. აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. 

ცნობილია, რომ დღეს ,,ლელოს" ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე შეჯერდა, რომელსაც ოპოზიციის ლიდერები რუსთაველის გამზირზე გაახმოვანებენ.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მეორე დღეა იმართება.

ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადაყენება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და აცხდებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system