თავში

პარტიამ ,,თავისუფალი დემოკრატები“ წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა

პარტიამ ,,თავისუფალი დემოკრატები“ წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა

პარტიამ ,,თავისუფალი დემოკრატები" წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, კოვიდეპიდემიის გათვალისწინებით, პრეზენტაცია ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა.

,,ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“, მივიჩნევთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და მოსახლეობის ცხოვრების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისათვის მთავარი პრიორიტეტია ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, რაც მხოლოდ შესაძლებელი იქნება ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობით. ეს კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვან ფუნქციას შესძენს ქვეყანას როგორც რეგიონისთვის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისათვის. მიგვაჩნია, რომ გრძელვადიანი სტაბილურობის მისაღწევად და შესანარჩუნებლად აუცილებელია საერთო ინტერესების გათვალისწინებით რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთპატივისცემის პრინციპზე აგებული პარტნიორული, კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება და განმტკიცება. საქართველოს, ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მისია აკისრია რეგიონში. 

„თავისუფალი დემოკრატები“ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც წლების განმავლობაში გარდამტეხი წვლილი შეიტანა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ წინსვლაში.  ვიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენი გამოცდილი, კომპეტენტური და პროფესიული გუნდით მივაღწიოთ საქართველოს უფრო ღრმა ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შემდგომ გაზრდას და უსაფრთხოების სფეროში მდგარი გამოწვევების გამკლავებას", - განაცხადა პარტია,,თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ თამარ კეკენაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system