თავში

პარტიიდან სამადაშვილის გარიცხვას მხარს დავუჭერ - ბარამიძე

პარტიიდან სამადაშვილის გარიცხვას მხარს დავუჭერ - ბარამიძე
პარტიიდან სამადაშვილის გარიცხვას მხარს დავუჭერ - ბარამიძე

სალომე სამადაშვილის ეს ნაბიჯი არ გამოხატავს იმ სულისკვეთებას და პოზიციას, რაც აქვს ენმ-ის პოლიტიკურ საბჭოსა, წევრთა და მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრს" - ამის შესახებ „ფეისბუქზე“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბარამიძე წერს.

მისივე განცხადებით, თუ სამადაშვილი ოფიციალურად არ გაემიჯნება "ნაციონალურ მოძრაობას", ბარამიძე პარტიიდან მის გარიცხვას მხარს დაუჭერს. 

„ბევრი ენმ-ის წევრი და მხარდამჭერი გვეკითხება, სალომე სამადაშვილი ახლა ვისი სახელით დგას ეგრეთწოდებული პრეზიდენტის სასახლეში? მინდა, გარკვევით ყველას კიდევ ერთხელ ვუთხრა (ქალბატონმა სამადაშვილმა თვითონაც განმარტა) რომ იგი არ წარმოადგენს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მისი ეს ნაბიჯი არ გამოხატავს იმ სულისკვეთებასა და პოზიციას, რაც აქვს ენმ-ის პოლიტიკურ საბჭოსა და წევრთა და მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრს.

სადაც ეს ხალხი, ვინც იქ დგას, შედის, ის არაა საქართველოს პარლამენტი, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის უმრავლესობის პოლიტიკურ ნებას, არამედ ეს ორგანო არის ოლიგარქ ივანიშვილის მიერ, გაყალბებისა და ძალადობის გზით, ხელისუფლების უზურპაციის ინსტრუმენტი.

სანამ პოლიტპატიმრები (ნიკა მელია, გიორგი რურუა) არ გათავისუფლდებიან, ვიდრე პოლიტიკური დევნა არ შეწყდება (მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ავთო წერეთელი და სხვები) პოლიტიკოსებისა და მედია მფლობელების მიმართ, სანამ არ გვექნება ისეთი საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაცია, რომლის პირობებში არჩევნების გაუყალბებლად ჩატარების საფუძვლიანი იმედი შეიძლება გვქონდეს, მანამ ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლა უზურპატორი ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ გაგრძელდება. ფაქტობრივად დატოვა და გაემიჯნა, ოფიციალურად თუ ამას არ იზამს, მე მისი გარიცხვის საკითხის დაყენებას დავუჭერ მხარს“,- წერს ბარამიძე.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა. "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ ხელმოწერაზე უარი თქვეს. 

სალომე სამადაშვილმა, პარტიის გადაწყვეტილების მიუხედავად, შეთანხმებას ხელი ინდივიდუალურად მოაწერა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system