თავში

პატრიოტიზმი გაიმარჯვებს სამშობლოსა და ეკლესიის სიძულვილზე - ირაკლი კობახიძე

პატრიოტიზმი გაიმარჯვებს სამშობლოსა და ეკლესიის
პატრიოტიზმი გაიმარჯვებს სამშობლოსა და ეკლესიის სიძულვილზე - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნები პრინციპული მნიშნელობისაა და აქ გამარჯვება მმართველი გუნდისთვის აუცილებელი პირობაა. 

მანვე განაცხადა, რომ მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა თითოეული პოლიტიკოსისა და მოქალაქის ვალდებულებაა. 

"დარწმუნებული ვართ, საზოგადოება კიდევ ერთხელ ეტყვის უარს ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომელთა საქმიანობასაც წითელ ხაზად გასდევს დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის უგულებელყოფა. ადამიანის უფლებები უხეში ხელყოფა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დათმობა, სიცრუე და ღალატი.

გვჯერა, რომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს სიმართლე სიცრუეზე, ღირსება უპრინციპობაზე, ერთგულება ღალატზე, ჰუმანურობა და პატრიოტიზმი ადამიანის სამშობლოსა და ეკლესიის სიძულვილზე. სინათლე სიბნელეზე, დასავლეთი ჩრდილოეთზე.

ეს გამარჯვება არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის დასავლური და დემოკრატიული პროცესებით შეუფერხებელი და სტაბილური განვითარება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system