თავში

პენსია იზრდება - ირაკლი ღარიბაშვილი

პენსია იზრდება - ირაკლი ღარიბაშვილი
პენსია იზრდება - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან პენსიის მოცულობა იზრდება.

„2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის - 300 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია 360 ლარი იქნება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის ცნობით, ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური 22 და 44 ლარიანი დახმარება 100 ლარამდე იზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system