თავში

ქუთელია თუ ნაყოფია - დაპირისპირება პარლამენტში

ქუთელია თუ ნაყოფია - დაპირისპირება პარლამენტში
ქუთელია თუ ნაყოფია - დაპირისპირება პარლამენტში

ამერიკულ ლობისტურ კომპანიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გაფორმებული კონტრაქტის გამო, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესა და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

რომან გოცირიძე, მამუკა მდინარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ დოკუმენტი, რომელიც ,,ნაციონალურ მოძრაობასა" და ლობისტურ კომპანიას შორის გაფორმდა, ხელმოწერილია კობა ნაყოფიას მიერ.

მამუკა მდინარაძემ თავის მხრივ, ოპონენტს ის კონტრაქტი აჩვენა, სადაც მისივე მტკიცებით, ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლად მითითებულია ბათუ ქუთელია, რომელიც ამავდროულად, „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტია.

შეგახსენებთ, დღეს, აღნიშნულ თემას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა და განაცხადა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" სისტემური დანაშაულიდან სისტემურ მანიპულაციამდე მივიდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system