თავში

პოლარიზაციის დონე რჩება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც სამწუხაროა - კარლ ჰარცელი

პოლარიზაციის დონე რჩება ქართულ პოლიტიკურ
პოლარიზაციის დონე რჩება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც სამწუხაროა - კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა და განაცხადა, რომ ჯერა, ამომრჩევლები შეძლებენ ხმის მიცეამს მშვიდ, უსაფრთხო და დაცულ გარემოში. 

"ეს არის განსაკუთრებული დღე ნებისმიერი დემოკრატიისთვის. ეს არის დღე, როდესაც პოლიტიკოსები, კომენტატორები, აზრის შემქმნელები უნდა დუმდნენ და ამომრჩევლები გამოთქვამდნენ თავიანთ აზრს საარჩევნო ურნებთან. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში და ბოლო 24 საათშიც ჩვენ ვიხილეთ, რომ პოლარიზაციის დონე რჩება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც სამწუხაროა. ერთ რამეზე ყველა პოლიტიკური მხარე თანხმდება, ეს არის ის, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს მოსვლა და ხმის მიცემა. ასე რომ, იმედი მაქვს და მჯერა, რომ დღეს ამომრჩევლები შეძლებენ ხმის მიცემას მშვიდ, უსაფრთხო და დაცულ გარემოში. ასევე იმედი მაქვს, რომ თქვენ, როგორც ჟურნალისტები შეძლებთ იყოთ უსაფრთხოდ და დაცულად თქვენი მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისას", - განაცხადა კარლ ჰარცელმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system