თავში

პრემიერ-მინისტრის თქმით 2020 წელს ხელფასების ზრდა ამომრჩევლის მოსყიდვად ვერ ჩაითვლება

პრემიერ-მინისტრის თქმით 2020 წელს ხელფასების ზრდა ამომრჩევლის
პრემიერ-მინისტრის თქმით 2020 წელს ხელფასების ზრდა ამომრჩევლის მოსყიდვად ვერ ჩაითვლება

შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ 2020 წლის ბიუჯეტი არის საარჩევნო წლის ბიუჯეტი, მაგრამ ამომრჩევლის მოსყიდვა ვერ იქნება ვერანაირად, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ხომ არ ჩაითვლებოდა საარჩევნო წელს პრენსიებისა და ხელფასების ზრდა ამომრჩევლის მოსყიდვა, რაზეც პრემიერმა უპასუხა, რომ ხელფასების ზრდა არათუ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვა, არამედ ის მცირე შესაძლებლობაა, რომელიც ამ ადამიანების მიმართ შეიძლება განხორციელდეს.

„2020-ის ბიუჯეტი, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ არის საარჩევნო წლის ბიუჯეტი, მაგრამ ამომრჩევლის მოსყიდვა ვერ იქნება ვერანაირად. თუ ვინმე თვლის, რომ მოსყიდვაა, როდესაც პენსიონერს ვუზრდით პენსიას, მასწავლებლებს, განათლების რეფორმის ფარგლებში, ვუზრდით ხელფასს, პოლიციელებს, რომლებიც ყოველდღიურად, ზაფხულში ყველამ კარგად დავინახეთ, მართლწესრიგს იცავენ ქვეყანაში, მათ სოციალურად ვუქმნით ღირსეულ პირობებს... მე ვფიქრობ, ეს არის ის მცირე ნაბიჯი, ის მცირე შესაძლებლობა, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებზეც დგას ამ ქვეყნის მომავალი. ესენი არიან ბავშვები, ჩვენი მოხუცები, ღვაწლმოსილი მოხუცები, პენსიონერები და ყველა საჯარო სექტორის ის წარმომადგენელი, რომლებიც ემსახურებიან მოქალაქეს - მასწავლებლები, ექიმები და პოლიციელები. მე ვთვლი, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, მაშინ, როდესაც მას შეუძლია გააკეთოს შესაბამისი ფინანსური რესურსის მობილიზება, ამ ადამიანებს დაუდგეს გვერდით და ვუსურვებ ყველა შემდგომ მთავრობას, განურჩევლად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები იქნებიან, რომ ასეთი ნაბიჯები გადადგან,"- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

 გუშინ, მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18 წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდა. გარდა ამისა, 1 ივლისიდან ასევე 70 წელს გადაცილებული პენსიოენრებისთვის დამატებით პენსიის 30 ლარით ზრდა. ასევე იზრდება სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება 300 ლარით. 2020 წლის სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღების მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება საშუალოდ 100 ლარით. გარდა ამისა გაგრძელდება ხელფასების მატება სამართალდამცველების, ჯარისკაცების და მათთან გათანაბრებული პირებისთვის და სახელმწიფო თავისი ვალდებულებების ფარგლებში ამ ჯგუფს ხელფასს გაუზრდის მინიმუმ 125 ლარით. 2020 წლის 1 ივლისიდან ასევე სოფლის ექიმების ხელფასები 100 ლარით გაიზრდება
 

.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system