თავში

პრეზიდენტი, ამირან გამყრელიძეს და სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის

პრეზიდენტი, ამირან გამყრელიძეს და სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის
პრეზიდენტი, ამირან გამყრელიძეს და სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის

საქართველოს პრეზიდენტი, კორონავირუსის პრევენციისთვის მიღებული ზომებისა და განხორციელებული სამუშაოებისათვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს, მის მოადგილეს, პაატა იმნაძეს, ცენტრის ყველა თანამშრომელსა და საქართველოს სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის.

"მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც დღე და ღამე მუშაობს სხვადასხვა დაწესებულებაში იმისთვის, რომ ქვეყანამ დაძლიოს კორონავირუსთან დაკავშირებული მსოფლიო მასშტაბის პრობლემა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიმართულებით მიღებული ზომების თვალსაზრისით, საქართველო სამაგალითო ქვეყანაა.

"ჩვენთან ფუნქციონირებს ლუგარის ცენტრი, რომელიც მართლაც სამაგალითოა, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში, არამედ მსოფლიოში. ეს უზარმაზარი შანსია. თუ ვიღაცები ებრძვიან ლუგარის ცენტრს, ესეც მოდის იქიდან საიდანაც ჩვენ გვებრძვიან. ჩვენ გვახსოვს გასულ წელს რა ჭორები გავრცელდა ლუგარის ლაბორატორიაზე. ჩვენ უნდა დავაფასოთ ის, რაც გაქვს ქვეყანაში, ამიტომ მე ბოლომდე მათი დამცველი ვიქნები, თუმცა ჩემი დაცვაც არ სჭირდება, რადგან მათი საქმე ლაპარაკობს მათზე“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system