თავში

პრეზიდენტი ანა დოლიძეს ხვდება

პრეზიდენტი ანა დოლიძეს ხვდება
პრეზიდენტი ანა დოლიძეს ხვდება

ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარეს, ანა დოლიძეს ხვდება. ანა დოლიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული თანხმობის შესახებ დისკუსიაში არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ საზოგადოებაც უნდა მონაწილეობდეს. 

"სიმართლის და შერიგების პროცესთან დაკავშირებით იდეა, რომელიც მე და ტომ დე ვაალს გვქონდა, ეყრდნობა ხალხის თანამონაწილეობას, დაზარალებულების, არა მარტო 2012 წლამდე, არამედ, მაგალითად 20 ივნისსაც დაზარალდა ხალხი და მათ ხმა არ აქვთ? სალაპარაკო არ აქვთ? ეს არის სხვა ტიპის პროცესი, სიმართლისა და შერიგების, ამას თუ გულისხმობს სალომე ზურაბიშვილი, მაშინ იქ ხალხი უნდა მონაწილეობდეს და არა ჩვენ პოლიტიკოსები," - აცხადებს პარტიის "ხალხისთვის" თავმჯდომარე ანა დოლიძე.

პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ შეხვდა საპარლამენტო ფრაქცია "ლელოს" წარმომადგენელს, დეპუტატ სალომე სამადაშვილს. დღესვე დაგეგმილია შეხვედრა პარტია "ლელოს" ლიდერებთან - მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან. ამასთან, სალომე ზურაბიშვილი დღეს ათონელების რეზიდენციაში უმასპინძლებს პარტია "გირჩს" და პარტია "მოქალაქეებს". 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან კონსულტაციებსა და შეხვედრებს რამდენიმე დღეა მართავს.

შეხვედრებზე განხილვის თემა პრეზიდენტის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესია. აღნიშნულ ფორმატში სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უკვე შეხვდა.

ამასთან შეხვედრები ინდივიდუალურ რეჟიმში გამართა ცალკეულ პოლიტიკოსთანაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system