თავში

პრეზიდენტი დე ფაქტო ცხინვალის მიერ ახალგორის შესასვლელის ჩაკეტვას ეხმაურება

პრეზიდენტი დე ფაქტო ცხინვალის მიერ ახალგორის შესასვლელის ჩაკეტვას ეხმაურება
პრეზიდენტი დე ფაქტო ცხინვალის მიერ ახალგორის შესასვლელის ჩაკეტვას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალგორის შესასვლელის ჩაკეტვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ თავისუფალი გადაადგილება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას ზეწოლა მოახდინოს ყველა პასუხისმგებელ მხარეზე.

„ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ახალგორის გასასვლელი პუნქტის ჩაკეტვა ადამიანის უფლებების მორიგი დარღვევაა. გადაადგილება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც დაცული უნდა იყოს. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ზეწოლა მოახდინოს ყველა პასუხისმგებელ მხარეზე“,-წერს სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერში".

ცნობისთვის, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ახალგორის შესასვლი კვლავ ჩაკეტეს. დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ახალგორში მცხოვრებ იმ ადამიანებს, რომლებიც პენსიას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ, გადაადგილების საშუალება ორ თვეში ერთხელ მიეცემათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system