თავში

პრეზიდენტი შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს

პრეზიდენტი შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს
პრეზიდენტი შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს და შეწყალების პროცედურის გადახედვის ინიციატივით გამოდის. 

"მივმართავ საზოგადოებას, რომელიც შფოთავს, ეს ჩემი წუხილიც არის, როცა საზოგადოება შფოთავს რომელიმე ჩემს გადაწყვეტილებაზე. მინდა ვთქვა, რომ შეწყალება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია. შეწყალება არ არ ნიშნავს ვინმეს გამართლებას. არც რევიზიაა რომელიმე სასამართლოსი. ეს არ არის მეოთხე ძალა, რომელიც დგას სასამართლოს ზემოთ. ეს არის შეფასება, პრეზიდენტის სუბიექტური, პერსონალური გადაწყვეტილება, ეს არის გარემოების და მოცემულობის შეფასება. ამიტომაც თქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შეწყალება უნდა იყოს გადახედილი. იანვრიდან ახალი წესი იქნება შეწყალების. ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე, ეს ჩეთვის მნიშვნელოვანია" - განაცხადა პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

პრეზიდენტის თქმით მომავალი კვირიდან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეწყალების ახალ წესებზე იმუშავებს. მისივე თქმით, საკითხზე კონსულტაციები უკვე შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან. 

მე ადრეც გამოვდიოდი წინადადებით, რომ შეწყალების წესები იყოს გადახედილი და იყოს ეს შემუშავებული პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ. ამაზე კონსულტაციები უკვე შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ იანვრიდან ვამზადებდით ახალ წესებს და ჩემი ვერსია გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს. მომავალი კვირიდან შედგება ამ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ყველა პარტია შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ, როგორი უნდა იყოს ის იდეალური წესები, რომ აღარ მოხდეს შეშფოთება საზოგადოების", - განაცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ შეწყალებულთა შორის ერთი 2009 წლიდან ძებნილია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system