თავში

"პრეზიდენტის განცხადება შერიგებაზე, ძალიან კარგი ჟესტია" - მაჭარაშვილი

"პრეზიდენტის განცხადება შერიგებაზე, ძალიან კარგი ჟესტია" - მაჭარაშვილი
პრეზიდენტის განცხადება შერიგებაზე, ძალიან კარგი ჟესტია - მაჭარაშვილი

"პრეზიდენტის განცხადება შერიგებასთან დაკავშირებით არის ძალიან კარგი ჟესტი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, თუმცა რამდენად გამოიყენებენ ამ შანსს მხარეები, მათ შორის ოპოზიცია, ეს მათზეა დამოკიდებული", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი ნაბიჯი ოპოზიციამ უნდა გადადგას.

"პირველი ნაბიჯი ეკუთვნის ოპოზიციას, რადგან ისინი წავიდნენ პარლამენტიდან ქუჩაში, პარლამენტში თუ დაბრუნდებიან და ჯანსაღად დაიწყებენ ოპონირებას, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, მერე ჩვენ შეიძლება, გვქონდეს განცდა, დაიწყება შერიგებაზე საუბარი. საქართველოს პარლამენტი არის მთავარი პოლიტიკური ორგანო, სადაც საზოგადოებამ აირჩია უმრავლესობაც და ოპოზიციაც. პირველი ნაბიჯი უნდა გადაიდგას იქითკენ, რომ მოვიდნენ საკანონმდებლო ორგანოში, სადაც საზოგადოებამ აირჩია და აქ უნდა დავიწყოთ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი, ამის შემდეგ გამოიკვეთება ის მიმართულება, რომელზეც ჩვენ შეიძლება, კიდევ ერთხელ შევჯერდეთ", – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 16 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system