თავში

"პრეზიდენტის კარგი სიტყვის შემდეგ, სიძულვილის ნიაღვარი მოვისმინეთ კობახიძისგან" - სამადაშვილი

"პრეზიდენტის კარგი სიტყვის შემდეგ, სიძულვილის ნიაღვარი მოვისმინეთ კობახიძისგან" - სამადაშვილი
პრეზიდენტის კარგი სიტყვის შემდეგ, სიძულვილის ნიაღვარი მოვისმინეთ კობახიძისგან - სამადაშვილი

"პრეზიდენტის ძალიან კარგი სიტყვის შემდეგ, ისევ სიძულვილის ნიაღვარი მოვისმინეთ კობახიძისგან", - ასე ეხმაურება დეპუტატი სალომე სამადაშვილი ორბელიანების სასახლეში გამართულ საახალწლო მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარს "შერიგებასთან" დაკავშირებით.

"ჩემი დღე სასამართლოში დაიწყო, სადაც ირკვევა, ეყოლება თუ არა ქვეყანას ახალი პოლიტიკური პატიმრები. გაგრძელდა პარლამენტში, სადაც ოპოზიციისგან დაცარიელებული დარბაზი უსმენდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ეკონომიკის მინისტრს.

ეს იმ ქვეყანაში, რომელშიც ადამიანების 90 პროცენტს მიაჩნია, რომ ფასების ზრდა და უმუშევრობაა მთავარი პრობლემა. დღე დასრულდა პრეზიდენტის სასახლეში, სადაც პრეზიდენტის ძალიან კარგი სიტყვის შემდეგ, ისევ სიძულვილის ნიაღვარი მოვისმინეთ კობახიძისგან.

სამწუხაროა, რომ ამ სიტყვის მოსასმენად არც პოლარიზაციის მეორე მხარეს მდგომი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლობა მოსულა. კარგია, რომ საპატიმროდან ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიესალმა იქ წარმოთქმულ სიტყვას. არ ვიცი, რა გამოვა შესაძლო საზოგადოებრივი და პოლიტიკური დიალოგიდან. ვიცი, რომ მასში მონაწილეობას მივიღებ. ამ აბსურდის თეატრიდან, რომლის საილუსტრაციოდ ჩემი დღევანდელი დღის აღწერაც საკმარისია, სხვა გამოსავალს, ვერ ვხედავ", - წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system