თავში

პროტესტის ხმა - აქციის მონაწილეები ცესკო-სთან აღმართულ ჯებირებს ქვებს ურტყამენ

პროტესტის ხმა - აქციის მონაწილეები ცესკო-სთან აღმართულ ჯებირებს ქვებს ურტყამენ
პროტესტის ხმა - აქციის მონაწილეები ცესკო-სთან აღმართულ ჯებირებს ქვებს ურტყამენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია გრძელდება. უკვე რამდენიმე წუთია, ადგილზე შეკრებილები ცესკო-სთან აღმართულ რკინის ჯებირებს, ჯოხებს, ქვებსა და ხელებს ურტყამენ.

რკინის ჯებირებით სამართალდამცველები ცესკო-ს შენობას იცავენ.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ეს არის პროტესტის ხმა და ისინი ცდილობენ ამ ფორმით ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მათი ხმა გააგონონ.

აქციის მონაწილეებს ცესკო-სთან მათ მიტანილი აქვთ ბანერები, ოქმებზე გამოსახულია თამარ ჟვანიას, კახა კალაძის, ბიძინა ივანიშვილის, მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის სახეები.

ოპოზიცია საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებასა და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქვეყანაში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system