თავში

ყველამ ძალა დაატანოს ჭკუას - ვოლსკი

ყველამ ძალა დაატანოს ჭკუას - ვოლსკი
ყველამ ძალა დაატანოს ჭკუას - ვოლსკი

ყველამ ჭკუას ცოტა ძალა დაატანოს და ქვეყანაზე ვიფიქროთ, ყოველგვარ დაპირისპირებას მოვერიდოთ, ეს იქნება პრაიდის თუ ანტიპრაიდის მხრიდან, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ლევან ვასაძის განცხადებას, რომელიც სახელმწიფოს 10-დღიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ პრაიდის ღონისძიება გააუქმოს.

„ამის პოპულარიზაციის, რეკლამირების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ არა მხოლოდ კანონის, არამედ უფლის, ერთმანეთის წინაშე. ერთმანეთს შეგვიძლია ქმედება და განცხადებები დავუწუნოთ, მაგრამ ვერ გააუქმებ იმას, რასაც ჰქვია კანონის წინაშე ყველას ვალდებულება, რომ სახელმწიფომ კანონი დაიცვას და ნებისმიერი მოქალაქე დაიცვას განსხვავებულობის მიუხედავად. 

ხელისუფლებას საკმაო რესურსი აქვს, რომ ყოველგვარი არეულობა თავიდან აიცილოს. ბალანსია საჭირო და სიწყნარე, რათა გადავრჩეთ საკმაოდ რთული გამოწვევების ცენტრში მყოფი პატარა ქვეყანა სუსტი ეკონომიკით და ბევრი გამოწვევით გინდათ აგრესორის მხრიდან, გინდ რეგიონში არსებული პროცესების შემხედვარე და გინდ მსოფლიო დაპირისპირების ხარისხიდან გამომდინარე", - განაცხადა ვოლსკიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system