თავში

რა გეგმები აქვს "ევროპულ საქართველოს" - ბოკერიას განმარტება

რა გეგმები აქვს "ევროპულ საქართველოს" - ბოკერიას განმარტება
რა გეგმები აქვს ევროპულ საქართველოს - ბოკერიას განმარტება

ჩვენ ვთვლიდით და ვთვლით, რომ ამ ფორმით, ეს დოკუმენტი ვერ აღმოჩნდება ადეკვატური საფუძველი კრიზისიდან რეალურად გამოსასვლელად, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

ბოკერიას თქმით, "ევროპული საქართველო" როგორც საპროტესტო გამოსვლებისთვის, ასევე ვადამდელი არჩევნებისთვისაც ემზადება. 

"კრიზისი იყო პოლიტიკური დევნა და ამაზე უარი უნდა თქმულიყო პოლიტპატიმრების გათავისუფლებით და უნდა ყოფილიყო ძალიან მკაფიო გაკვეთილი, რომ ხელისუფლებას ეს არ გაუვიდა. ამასთან, უნდა მივსულიყავით ვადამდელ არჩევნებამდე, თუნდაც გონივრული კომპრომისით, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ პლებისციტის სახით. ჩვენ მოქალაქეებთან აქტიური ინტერაქციას და მზადებას ვაპირებთ, როგორც საპროტესტო გამოსვლებისთვის, ისე ვადამდელი არჩევნებისთვის", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა. "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ ხელმოწერაზე უარი თქვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system