თავში

რა შემთხვევაში დატოვებს ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტს

რა შემთხვევაში დატოვებს ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტს
რა შემთხვევაში დატოვებს ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვებს, პარტიის თავმჯდომარის პოსტს დატოვებს.

"დედაქალაქის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს უნდა ჰქონდეთ მყარი პოზიცია დაფიქსირებული, რომ მიუხედავად პარტიული თანამდებობებისა, გამარჯვების შემდეგ ისინი მაღალ პარტიულ თანამდებობას დატოვებენ და თავიდან ბოლომდე გადაერთვებიან მუნიციპალური საკითხების მოგვარებაში.

შეუძლებელია, მე ვიყო გამარჯვების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარე და ამავე დროს დედაქალაქის მერი. ასე არ შეიძლება. გულწრფელები უნდა ვიყოთ თბილისელების მიმართ, ასე სწორია. 

შეუძლებელია, რაც არ უნდა მოწადინებული ვიყო, პირველ რიგში ვიყო დედაქალაქის მერი, არ არსებობს, პარტიული ინტერესები წამძლევს, იგივენაირად უნდა მოიქცნენ, პარტიული თანამდებობების პირები, რომლებიც წარმოდგენილნი იქნებიან მთავრობაში სხვა პარტიებიდან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტია უნდა დავტოვოთ", - განაცხადა ნიკა მელიამ "tv პირველის" ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.

ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, თბილისში მეორე ტური კახა კალაძესა და ნიკა მელიას შორის გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system