თავში

"რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას?" - კალაძე

"რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას?" - კალაძე
რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას? - კალაძე

"რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას?" -განაცხადა "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ოპოზიციის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას შეთავაზების საპასუხოდ.

"მაშინ, როცა მელია დებატებიდან გარბის. მაშინ, როცა სტუდიაში ხულიგნობს და ილანძღება. მაშინ, როცა წინასაარჩევნო კამპანიისას ჩემი ოჯახის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებულები. მაშინ, როცა არანაირი ხედვა თბილისთან დაკავშირებით და საარჩევნო პროგრამა არ წარმოუდგენიათ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაახსენდათ დებატები? რამდენიმე დღის წინ ორი დაპირება გააჟღერეს და ორივე დიდი ტყუილი", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კახა კალაძეს ღია დებატებში მონაწილეობა შესთავაზა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system