თავში

რატომ ვერ დაუსვა კრიტიკული შეკითხვები შს მინისტრს - ზილფიმიანის განმარტება

რატომ ვერ დაუსვა კრიტიკული შეკითხვები შს
რატომ ვერ დაუსვა კრიტიკული შეკითხვები შს მინისტრს - ზილფიმიანის განმარტება

როცა კითხვებისთვის განკუთვნილი არის 2 წუთი, იქ ვერ ასწრებ 2-3 კითხვაზე მეტის დასმას, - ასე უპასუხა "ევროპელი სოციალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ გამოიყენა მისთვის განკუთვნილი დრო კრიტიკული კითხვებისთვის.

ზილფიმიანის თქმით, მათ პარტიაში ჰქონდათ თათბირი იმის თაობაზე, თუ რა კითხვები უნდა დაესვათ შინაგან საქმეთა მინისტრისთვის და მათი მხრიდან ძალიან ბევრი კითხვა დაისვა.

"ეს კითხვები რაც დავსვით, თქვენთვის ხელმისაწვდომია. ძალიან ბევრი კითხვა დასვა ფრიდონ ინჯიამაც. ჩვენმა ამომრჩეველმა დაგვირეკა, რომელსაც "კომენდანტის საათის" დაწყებამდე დაუზიანდა მანქანა, დაჯარიმდა ეს ქალბატონი. მე და ბატონ ფრიდონს გვქონდა თათბირი რა კითხვები შეიძლებოდა დასმულიყო", - განაცხადა ზილფიმიანმა.

ცნობისთვის, "მინისტრის საათის" ფორმატში, შს მინისტრს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, “ევროპელი სოციალისტების” წევრმა, ფრიდონ ინჯიამ მაგისტრალებზე სიჩქარის ზედა ზღვრის გაზრდის ინიციატივით მიმართა.

ცნობისთვის, დღეს, საქართველოს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system