თავში

რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი მოიქცა ორპირად, მოატყუა ყველა

რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი მოიქცა ორპირად, მოატყუა ყველა
რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი მოიქცა ორპირად, მოატყუა ყველა

"ქუთაისში აქციის ჩატარების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ კარგად ვნახეთ "ქართული ოცნების" ზონდერები როგორ იქცეოდნენ რამდენიმე დღის წინ. ჩვენი აქცია იქნება მშვიდობიანი"-ამის შესახებ განცხადება ენმ-ს წევრმა, რომან გოცირიძემ ქუთაისში გააკეთა, სადაც ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერების და მათი მხარდამჭერების აქცია იწყება. რომან გოცირიძის თქმით მათი პროტესტი ბიძინა ივანიშვილის ტყუილმა გამოიწვია.

"ბიძინა ივანიშვილი მოიქცა ორპირად, მოატყუა ყველა როგორც საქართველოში მცხოვრები ასევე საზღვარგარეთ ყველა ჩვენი პარტნიორი, საერთაშორისო საზოგადოება. პროტესტი გაგრძელდება, ყველა სოფელში და ქალაქში პროტესტის ტალღა იქნება, არა მხოლოდ ქუჩის აქციები, იქნება სიურპრიზები, მანამ ვიდრე გაერთიანებული ოპოზიცია არ მიაღწევს შედეგს,"-განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, მხარდამჭერებთან ერთად კიკვიძის სკვერში იკრიბებიან. აქციის მონაწილეები კიკვიძის სკვერიდან მსვლელობით სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლებენ. მანამდე კი საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირზე "ქართული ოცნების" ოფისს გაივლიან.

მათი მოთხოვნა უცვლელია - ჩატარდეს ვადამდელი პროპორციული არჩევნები, დაინიშნოს დროებითი მთავრობა და ცესკო ხელახლა დაკომპლექტდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system