თავში

რომან გოცირიძე: მომყიდონ ლარად ვაკის პარკი

რომან გოცირიძე: მომყიდონ ლარად ვაკის პარკი
რომან გოცირიძე: მომყიდონ ლარად ვაკის პარკი

,,მომყიდონ ერთ ლარად ვაკის პარკი, ავდგები და ჩამოვაჭრი ტერიტორიის 10%-ს, ავაშენებ კორპუსს, თუ 10 მილიონი დამიჯდა, 30 მილიონს მოვიგებ 90 %-ს მთელი ტერიტორიისას დავუბრუნებ ქვეყანას და და მერე ვიქნები უდიდესი ფილანტროპი - ვაკის პარკი რომან გოცირიძემ დაუბრუნა თბილისს. ასეთი საქმე გვაქვს ახლა", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის გაშენების საკითხს.

მისივე თქმით, იპოდრომის აღდგენის გეგმა ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო სატყუარაა.

,,ეს არის მორიგი წინასაარჩევნო ტრიუკი, რაღა წინასაარჩევნოდ ახსენდება ბიძინა ივანიშვილს რაღაცების ჩამოწერა? ,,ლაგუნა ვერე" რომ ბაყაყებით აივსო და 10 წლის დაჭაობებულია და ლომმა კაცი შეჭამა, გადმოსცეს ლაგუნა ვერეც, როგორც ჩანს, მომავალი არჩევნებისთვის ინახავს, მაგრამ არ დასჭირდება. ამ არჩევნებზე დასრულდება "ქართული ოცნება". იპოდრომის აღდგენის გეგმა წინასაარჩევნო სატყუარაა. რომელიმე დაპირება მითხარით, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" თქვა წინასაარჩევნოდ და შეასრულა?! ივანიშვილის ერთმა კომპანიამ, რაღაც მაქინაცია ჩაატარა და 60 მილიონად მიჰყიდა იპოდრომი მეორეს და მართლა თუ გადაეცა, ამის აშენების ტვირთი გადავა თბილისის ბიუჯეტზე. "ქართუს" 600 მილიონიანი კიბოს ცენტრიც უნდა აეშენებინა და სად არის", - განაცხადა გოცირიძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system