თავში

რომან გოცირიძე: თქვენ ხართ ყველაზე დიდი ფეიკბიუჯეტის ავტორი

რომან გოცირიძე: თქვენ ხართ ყველაზე დიდი ფეიკბიუჯეტის ავტორი
რომან გოცირიძე: თქვენ ხართ ყველაზე დიდი ფეიკბიუჯეტის ავტორი

"ბატონო გიორგი თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიკბიუჯეტის ავტორი. სიცრუის ბიუჯეტი წარმოადგინეთ გუშინწინ, რომელიც დღეს უკვე, ფაქტობრივად, მკვდარია,"- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას საქართველოს პრემირ-მინისტრ გიორგი გახარიას განუცხადა.

დეპუტატის თქმით, მთავრობამ „ფეიკ დაპირებებისა და ტყუილი ბიუჯეტის“ წყალობით სულ მცირე 300 მილიონი ლარი დაზოგა, რომელიც მისი განმარტებით, წარიმართება იმ ხარჯების დასაფინანსსებლად, რომელიც ხელისუფლებამ ბიუჯეტშია არ შეკვეცა.

„როდესაც ამბობდით, რომ 350 ათას ადამიანს პირდაპირ დაეხმარებოდით ფინანსურად და 250 ათას თვითდასაქმებულს. ანუ თქვენ 600 ათასი თვითდასაქმებულისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარების პირობა დადეთ. მთავრდება რამდენიმე დღეში ეს პროცესი და რას ვხედავთ- 400- ათასიანი ფეიკი გამოაცხვეთ. 400 ათასი ადამიანი დატოვეთ დახმარების გარეშე. მხოლოდ 100 ათასამდე თვითდასაქმებულს აქვს მიღებული, იმიტომ, რომ გაურთულეთ პროცედურები და გააწამეთ ეს ადამიანები სხვადასხვანაირი ცნობების მოთხოვნით და ასევე, ის დასაქმებულები, რომლებიც დღეს არიან უმუშევრად დარჩენილები, მხოლოდ მათი მესამედი იღებს დახმარებას. სულ მცირე, თქვენ 300 მილიონის ეკონომია გააკეთეთ ამ თქვენი ფეიკ დაპირებებისა და ტყუილი ბიუჯეტის წყალობით და ეს 300 მილიონი წარიმართება იმ ხარჯების დასაფინანსებლად, რომელიც არ შეკვეცეთ თქვენ ბიუჯეტში. ეს არის ის ხარჯები, რომლებიც არის მიმართული თქვენი ბიზნესებისთვის, ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიებისთვის, უსარგებლო კორუფციული ხარჯები, პოლიტიკურად მოტივირებული ხარჯები, არჩევნებისთვის გამზადებული ფული და სწორედ ეს თქვენ გააკეთეთ უმუშევრად სიღარიბეში ჩავარდნილი ადამიანების ხარჯზე,“- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა ორი დღის წინ ანტიკრიზისული ბიუჯეტი 84 მომხრითა და არც ერთი მოწინააღმდეგით დაამტკიცა.

პლენარულ სხდომას არ ესწრებოდა საპარლამენტო ოპოზიცია.

2020 წლის ბიუჯეტი16 მილიარდამდეა, ანუ მთავრობა წლის ბოლომდე 16 მილიარდ ლარს დახარჯავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system