თავში

როუზ გოტმიოლერი: შევთანხმდით, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი გავაუმჯობესოთ

როუზ გოტმიოლერი: შევთანხმდით, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი გავაუმჯობესოთ
როუზ გოტმიოლერი: შევთანხმდით, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი გავაუმჯობესოთ

ჩვენ შევთანხმდით, რომ არსებითი პაკეტი გავაუმჯობესოთ, მოკავშირეებმა მეტი რესურსების გამოყოფის პირობა დადეს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტმიოლერმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ასევე მივესალმეთ საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე. თქვენ შეძელით თავდაცვის სფეროს რეფორმების გატარება და შეიარაღებული ძალების მოდერნიზება, მიაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს სამხედრო ხარჯების კუთხით. ჩვენ მოგიწოდებთ, ასე გააგრძელოთ“, – განაცხადა როუზ გოტმიოლერმა.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გოტმიულერის თქმით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფორმატით საქართველოში ვიზიტი არის დემონსტრაცია ნატო-საქართველოს ძლიერი და მზარდი პარტნიორობის.

„თქვენ ხართ ერთ ერთი ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ჩვენს მისიებში ავღანეთში, რაც გვაძლევს საშუალებას ვებრძოლოთ ტერორისტების თავშესაფარს და შევქმნათ პირობები ავღანეთში მშვიდობისათვის. გილოცავთ, რომ საქართველოს წარმომადგენელი შტაბის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებს. ავღანეთში წარმომადგენლობის უმაღლესი პოზიციაა, რომელსაც საქართველოს ოფიცერი იკავებს ნატოს მისიებში და ჩვენ ვაფასებთ თქვენს ლიდერობას ამ მიმართულებით. მივესალმებით ბრიგადის გენერალ ბატონ ჯანჯღავას ამ როლში“, - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system