თავში

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს მადლობას უხდის

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს მადლობას უხდის
რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს მადლობას უხდის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნიგერიიდან რუსი მეზღვაურების გამოყვანის გამო, საქართველოს მადლობას უხდის. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ გააკეთა. მისი თქმით ამ წარმატებულ ჰუმანიტარულ გამოცდილებაზე მოთხოვნილება კორონავირუსული პანდემიის დასრულების შემდეგაც იქნება.

„მსურს, ვისაუბრო თბილისთან წარმატებული თანამშრომლობის შესახებ რუსეთის მოქალაქეების სახლში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ჩვენ ქართული მხარის მადლობელი ვართ ნიგერიიდან რუსეთის სამი მოქალაქის, მეზღვაურის სპეციალური ბორტით ევაკუაციაში დახმარების გამო. მათი ხელშეკრულება დასრულდა, გაუქმდა რეგულარული ფრენები რუსეთსა და ნიგერიას შორის, რუსული საექსპორტო ფრენები არ ხორციელდება. ქართველი კოლეგების თანხმობამ, რომ რუსეთის მოქალაქეები თავის ბორტზე აეყვანათ, მათ საშუალება მისცა, ლაგოსიდან თბილისში ჩასულიყვნენ 7 ივნისს, სადაც მათ შეხვდნენ რუსეთის ინტერესების განყოფილების წარმომადგენლები საქართველოში შვეიცარიის საელჩოში და მიიყვანეს საქართველო-რუსეთის საზღვარზე ზემო ლარსის მრავალმხრივ საავტომობილო გამშვებ პუნქტზე. ამ დროისთვის სამივე მათგანი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე იმყოფება.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძელით ჰუმანიტარული თანამშრომლობის დამყარება რუსეთსა და საქართველოს შორის რთული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს არის სწორი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ, როდესაც მოდის საერთო უბედურება. კარგი იქნება, რომ არ დაელოდოთ შემდეგს, არამედ ყოველდღიურად გამოიყენოთ ეს გამოცდილება. ვიმედოვნებთ, რომ ამ გამოცდილებას მოთხოვნილება ექნება კორონავირუსული პანდემიის დასრულების შემდეგაც“, - განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ თავის მხრივ რუსეთიც დაეხმარა საქართველოს მოქალაქეს რუსეთის მოქალაქესთან ერთად ბრაზილიაში და ეს შესანიშნავი მაგალითებია, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნას საფუძვლად და შესაძლოა, მხარეებმა ბევრი პრობლემის გადაჭრაც შეძლონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system