თავში

რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია დაიწყო

რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია დაიწყო
რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია დაიწყო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია იმართება. ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების შედეგებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა ყველა სამართლებრივი ბერკეტით გაგრძელდება.

"გამარჯვება არის არა ბიულეტენში ივანიშვილის გაფორმებული გამარჯვება, არამედ თქვენი ხმა. რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ და არ შევეგუებით იმ უსამართლობას, რომელიც მოგვახვიეს თავს. 

არავინ არ იფიქროს, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ივანიშვილის მიერ დაწერილი ბიულეტენებით", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

ოპოზიციის ლიდერები შეკრებილ დემონსტრანტებს სამოქმედო გეგმაც გააცნობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system