თავში

რომელ პარტიას შეუერთდება მერაბიშვილი

რომელ პარტიას შეუერთდება მერაბიშვილი
რომელ პარტიას შეუერთდება მერაბიშვილი

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ვანო მერაბიშვილმა მის პოლიტიკურ გეგმებზე პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, ,,რეჟიმის დასამარცხებლად" ყველაფერს გააკეთებს, თუმცა, რომელ პარტიასთან გააგრძელებს აქტიურ პოლიტიკურ ბრძოლას, ეს ჯერ არ იცის და გადაწყვეტილების მისაღებად დრო სჭირდება. 

მერაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის ერთიანობა ახარებს.

„მახარებს, რომ მთელი ოპოზიცია არის ერთიანი და ამ ერთიანობით ჩვენ დავამარცხებთ არსებულ რეჟიმს. კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირებით აქამდე განცხადებებს არ ვაკეთებდი, იმიტომ, რომ ვიყავი იზოლაციაში, ვიყავი ჩამოცილებული ყოველდღიურ პროცესებს და აქედან გამომდინარე, დღეს არ შემიძლია განცხადება გავაკეთო, იმიტომ, რომ 5 წუთში, რაც გამოვედი საკნიდან, არაფერი შეცვლილა. ჩემი უახლოესი მეგობრები და მათ შორის თანამებრძოლები, ჩემდა სამწუხაროდ სხვადასხვა პარტიაში არიან, როგორც ერთ, ისე მეორე პარტიაში. მე, რა თქმა უნდა, ყველა მათგანს შევხვდები, ყველა მათგანის აზრს გავიზიარებ, გავეცნობი და მივიღებ გადაწყვეტილებებს, მჭირდება გარკვეული დრო, როდესაც მე ჩამოვყალიბდები, ამის შესახებ გაიგებთ. ყველას გაძლევთ გარანტიას, რომ გავიმარჯვებთ, ქვეყანა წავა წინ“,- განაცხადა მერაბიშვილმა.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system