თავში

სააკაშვილი ჩამოვა ჩაჯდება ციხეში, არ ჩამოვა დასაცინი გახდება - მდინარაძე

სააკაშვილი ჩამოვა ჩაჯდება ციხეში, არ ჩამოვა დასაცინი გახდება - მდინარაძე
სააკაშვილი ჩამოვა ჩაჯდება ციხეში, არ ჩამოვა დასაცინი გახდება - მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ჩამოვა თუ არ ჩამოვა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, ის ოროვე შემთხვევაში დასაცინი გახდება.

"ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო მუშაობა არ ჩაუტარებიათ და ახლა რაღაც მუხტის აწევას ცდილობენ, რომ თითქოს მიშა ჩამოდის. ჩამოვა ჩაჯდება ციხეში, არ ჩამოვა მაინც დასაცინი გახდება - ორივე შემთხვევაში, 3 ოქტომბერს ეს ადამიანი დასაცინი იქნება. რატომ გაიხადა თავი დასაცინად არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს, გუნდის წევრებმა დაარწმუნეს, რომ ეს განცხადება უნდა გაეკეთებინათ, თორემ არჩევნებს აგებდნენ ისე, როგორც არასდროს წაუგიათ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევი-თბილისის რეისზე ბილეთი აიღო.

სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს, არჩევნების დღეს გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system