თავში

სააკაშვილი: ეს არის მთელი კამპანია ,,შედი ქალო ბუტკაში!"

სააკაშვილი: ეს არის მთელი კამპანია ,,შედი ქალო ბუტკაში!"
სააკაშვილი: ეს არის მთელი კამპანია ,,შედი ქალო ბუტკაში!

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და ტელეკომპანია ,,მთავარის" დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესების დანიშვნას ეხმაურება.

,,ნიკა გვარამიას ხელახლა ჩაუნიშნეს პროცესი, ელჩებთან მიღწეული ხელშეკრულების პირდაპირი დარღვევით. გიგი უგულავას უჭერენ ნათესავებს, ნიკა მელიას დაუნიშნეს ახალი სასამართლო.

ეს არის მთელი კამპანია "შედი ქალო ბუტკაში"! ბუტკა ამ შემთხვევაში არის ის პარლამენტი, რომელიც ივანიშვილმა ქართველი ერის ინტერესების საწინააღმდეგოდ დააბრუნა ქუთაისიდან რუსთაველზე. და აბა ქალი...?" - წერს სააკაშვილი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და ტელეკომპანია ,,მთავარის" გენერალური დირექტორის სასამართლო პროცესები დეკემბერში ჩაინიშნა.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 7 დეკემბერს, "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას სასამართლო 10 დეკემბერს, ხოლო ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას პროცესი 15 დეკემბერს არის ჩანიშნული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system