თავში

სააკაშვილი ისე ამბობს უარს პლებისციტზე, თითქოს ვინმე ეხვეწებოდეს - მდინარაძე

სააკაშვილი ისე ამბობს უარს პლებისციტზე, თითქო
სააკაშვილი ისე ამბობს უარს პლებისციტზე, თითქოს ვინმე ეხვეწებოდეს - მდინარაძე

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ისე ამბობს უარს პლებისციტზე, თითქოს ვინმე აქედან ეხვეწებოდეს, - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, პლებისციტზე საუბარი წარმოუდგენელია, რადგან ამით არჩევნების საკითხის განსაზღვრა არ შეიძლება.

"ოპოზიციაში თავად არის განხეთქილება პლებისციტის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, მათი ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი, ისე ამბობს უარს პლებისციტზე, თითქოს ვინმე აქედან ეხვეწებოდეს. წარმოუდგენელი ამბავია, ვირტუალურ კამათში შევიდნენ ესენი ერთმანეთთან და არა ჩვენთან. წარმოუდგენელია პლებისციტზე საუბარი, არ შეიძლება პლებისციტით განსაზღვრო არჩევნების საკითხი", - განაცხადა მდინარაძემ. 

ცნობისთვის, გუშინ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პლებისციტის მოდელზე დათანხმება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system