თავში

სააკაშვილი ციხეში იგივეა, ბალიშის ქვეშ გახსნილი "ლიმონკით" დაიძინო - გუბაზ სანიკიძე

სააკაშვილი ციხეში იგივეა, ბალიშის ქვეშ გახსნილი "ლიმონკით" დაიძინო - გუბაზ სანიკიძე
სააკაშვილი ციხეში იგივეა, ბალიშის ქვეშ გახსნილი ლიმონკით დაიძინო - გუბაზ სანიკიძე

სააკაშვილი ციხეში იგივეა, ღამე, ძილის წინ ბალიშის ქვეშ ამოიდო გახსნილი "ლიმონკა" და ისე დაიძინო, - ამის შესახებ დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჩასმა ორ ადამიანს, ვლადიმერ პუტინსა და ბიძინა ივანიშვილს უნდა.

"კიდევ ერთი ძალიან სერიოზული ფაქტორი - ახლა ენის მოჩლექის დრო არ არის - დასავლეთისთვისაც დიდი გამოცდა იქნება - როგორ მოხდა, რომ რეფორმატორი სააკაშვილი ბანდიტმა ბიძინამ დაიჭირა. ორ კაცს უნდა სააკაშვილის ციხეში ჩასმა - ვლადიმირ პუტინს და ამხანაგ ბიძინა ივანიშვილს", - განაცხადა სანიკიძემ "ფორმულას" ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევი-თბილისის რეისზე ბილეთი აიღო.

სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს, არჩევნების დღეს გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system