თავში

სააკაშვილის განცხადების გამო, უკრაინის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს

სააკაშვილის განცხადების გამო, უკრაინის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილის განცხადების გამო, უკრაინის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს

მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

,,შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ ურთიერთობასა და მეგობრობას და გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო. აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები, რაც ასევე წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს.ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა რომ უკრაინული მხარე სათანადო შეფასებას მისცემს აღნიშნულ ფაქტს და ორივე მხარე მიმართავს ძალისხმევას ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ. უკრაინის ელჩის განცხადებით იგი ოფიციალური თბილისის პოზიციას კიევს გადასცემს.აღსანიშნავია რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გაკეთებული განცახდებასთან დაკავშირებით ასევე შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგასთან, რა დროსაც უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა წუხილი მომხდარის გამო და კოლეგას ვითარების გარკვევას დაპირდა", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა ,,ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გადარჩენისთვის, ოქტომბერში, ფრონტის წინა ხაზზე იქნება.

ამასთან, სააკაშვილი ვიდეომიმართვაში აღნიშნავდა, რომ საქართველოს მთავრობა არალეგიტიმურია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system