თავში

"სააკაშვილის ადგილი საქართველოშია" - უგულავა

"სააკაშვილის ადგილი საქართველოშია" - უგულავა
სააკაშვილის ადგილი საქართველოშია - უგულავა

სააკაშვილი მოდის საქართველოში და არა - ხელისუფლებაში. ეს მინდა ვუთხრა ყველას, მის მომხრესაც და ყველა მის მოწინააღმდეგესაც, - ასე ეხმაურება ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხს. 

მისივე თქმით, სააკაშვილის ადგილი საქართველოშია.

"მოგეხსენებათ, მიშას ჰყავს ან ძალიან გულმხურვალე მომხრეები, ან ძალიან გულმხურვალე მოწინააღმდეგეები, ყველა უნდა გავუფრთხილეთ ნერვებს. სააკაშვილი ჩამოვა და სააკაშვილის ადგილი არის საქართველოში. სრულიად სამარცხვინოა, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იდევნება. ეს დევნა უდევს საფუძვლად მომდევნო პოლიტიკურ ციკლში, წინა ხელისუფლების და ამ შემთხვევაში, "ქართული ოცნების" დევნას. ეს ნიშნავს მორევს და ამ მორევიდან გამოსასვლელი არის ერთადერთი გზა. ეს არის 2000 წლიდან მოყოლებული მილენიუმის აქტი, რომელიც მოიცავს ფართომასშტაბიან, სრულფასოვან ამნისტიას", - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევი-თბილისის რეისზე ბილეთი აიღო.

სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს, არჩევნების დღეს გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system